ახალი სტანდარტი ჰოსტინგში — მეტი ზრუნვა, მეტი პასუხისმგებლობა

ჩვენთვის ჰოსტინგი არ არის მხოლოდ სერვერი და რესურსები. ჩვენ შევქმენით ახალი მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე — განსაკუთრებით მათზე, ვისაც არ ჰყავს საკუთარი დეველოპერი და სჭირდება რეალური მხარდაჭერა ყოველდღიურ პროცესებში.

ჩვენთან თქვენ არ რჩებით მარტო ტექნიკურ საკითხებთან.
ჩვენი გუნდი სრულად უფასოდ გეხმარებათ WordPress-ის ოპტიმიზაციასა და აჩქარებაში, რათა თქვენი საიტი იმუშაოს სწრაფად, სტაბილურად და ეფექტურად — დამატებითი გადასახადების გარეშე.

ჩვენ შევცვალეთ ტექნიკური დახმარების სტანდარტიც.
ჩვენს მომხმარებლებს აღარ უწევთ ზარებზე ლოდინი ან გაურკვეველი პასუხების მოლოდინი — თითოეულ მომხმარებელს ჰყავს პირადი მენეჯერი, რომელიც მუდმივად კავშირზეა და სწრაფად აგვარებს ნებისმიერ საკითხს.

ჰოსტინგის პაკეტები შექმნილია ისე, რომ რეალურად იცოდეთ რაში იხდით თანხას.
ჩვენ გთავაზობთ მყარ, სტაბილურ ინფრასტრუქტურას და საკმარის რესურსებს, რაც ნიშნავს — ნაკლები შეზღუდვა, მეტი თავისუფლება და რაც მთავარია — სიმშვიდის გარანტია თქვენი პროექტისთვის.

პრობლემებიც არ არის ბარიერი.
ჩვენ შეგვიძლია ნებისიერი სირთულის დავირუსებული ან დაზიანებული საიტის აღდგენა და გასწორება — სრულიად უფასოდ.

ჩვენი მიზანია, რომ ჰოსტინგი იყოს არა მხოლოდ სერვისი, არამედ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა — სადაც მომხმარებელი ყოველთვის გრძნობს მხარდაჭერას, სისწრაფეს და იცის, რომ არ მოუწევს დამატებითი ხარჯების გაწევა ტექნიკური პრობლემების დროს.

აირჩიეთ ახალი სტანდარტი. აირჩიეთ სტაბილურობა, სიჩქარე და სიმშვიდე — დამატებითი ხარჯების გარეშე.

« Voltar